სხვა ბილიკებით მინდა მე სვლა,არ გაკვალულით: სულ სხვა ცა მინდა ,სხვა ჰაერი,სხვა მიწა მინდა. როცა ცა არის მოწმენდილი ,წვიმა მინდა, და როცა წვიმაა მზის სხივების სიმები მინდა. როდესაც ქარი დაძრწის გარეთ ,ნიავი მინდა, როცა სიო ქრის ულმობელი გრიგალი მინდა, მინდა ლურჯ ზეცას ავაკერო შავი მუყაო, ღამის ბნელ წყვდიადს ავახიო სიშავე მინდა, როცა ოთახში სიმღერის ხმა შემოიჭრება, მე სწორედ მაშინ მკვდრებზე ჩუმი სიჩუმე მინდა. არ მინდა მე სვლა ტიპიური ფრთები მიბოძეთ! მე მინდა ნიჭი ცაში ფრენის ,ღრმა ზეცა მინდა, როდესაც სხვები იხრჩობიან -ზღვის ზედაპირზე სირბილი მინდა. როცა სხვას ვხედავ ზედაპირზე მოსიარულეს, მღვრიე წუმპეში კიდევ ერთხელ გაშხლართვა მინდა, მინდა დახეთქვა სიყვარულით სავსე… |