ვინ დათვალოს ქვეყანაზე ქართლის ცრემლი გაღებული, ვინ ისმინოს დედის დარდი თუნდაც ერთხელ გაგებული, ვინ გაიგოს ცხოვრების გზა როგორ არის დაგებული, ვინ დათვალოს მსოფლიოში ქართველები გაფანტული. სამშობლოსგან მოშორებით როგორ უძგერთ იმათ გული, და სამშობლოს მონატრებით როგორ დნება მათი სული, ვინ უმღეროთ იმათ ნანა,ან სად ნახონ იმათ ლელო, ან ვინ უთხრათ გაზაფხულზე,როგორია საქართველო? ერთი წამით ვინ ანახოს,როგორია მთა და მდელო, ან ვინ უთხრათ მათ გულისთვის სად ლოცულობს საქართველო, ვინ გაიგებს სათითაოდ საით წავა მათი გზები, ვინ გააქროს მათი დარდი,ან ვინ მისცეს იმედები? ვინ დათვალოს თვალზე ცრემლი,ან მათ გულში ნაპრალები, ვინ დათვალოს მსოფლიოში გაფანტული ქართველები. |