ყველაზე დიდი სიმძიმე რისგა მაწვება ნეტავ?., რომ ვარღვევ საღვთი მცნებას და, ხშირად გაბრაზებ დედა... ყველაზე დიდი სირცხვილი ნუთუ რა არის ქვეყნად?., დედა მანამ გვსურს, სანამ გვზრდის, და აღარ გვახსივს მეტად... ყველაზე დიდი წამება თუ კიდევ არის სხვისთვის?., მე რომ შენს ცქერას მომაკლონ, დღეს გავათენებ მტრისთვის... ყველაზე დიდი გოლგოთა ღმერთმა რად მომცა ბედად?., მადლობა მართლაც მეკუთვნის, დავბადებულვარ დედად... ყველაზე წმინდა ფიფქები მხოლოდ შენ გათოვს თეთრად... ნეტავი შემაძლებინა დედობა შენებრ მჭევრად... ყველაზე დიდი წადილი მეტი არა მაქვს ქვეყნად... შვილები რომ მეყოლება, ამაგს გადაგიხდი დედა...
|