მე შენს სიყვარულს არ ვნანობ, არ ვნანობ შენზე ოცნებას... ცაში დუმილი ნანაობს, სულში, იმედი ცოცხლდება...
ცხოვრებას, სუფთა ფურცლიდან ვიწყებთ მომავლის იმედით... ერთად ვიარეთ შორიდან, და მაინც, ერთად მივედით...
ერთმანეთს ავცდით მცირედით, აზრებითა და ფიქრებით, რამდენიც უნდა ვიაროთ, მაინც, ერთურთის ვიქნებით...
აწმყო მომავლით დავგეშე, და ოცნებებში წასულს... შენი თვალების გარეშე, ვეღარ ვუყურებ წარსულს... |