siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-11-22 - 11:50 AM    
მერე რაა,რომ გარეთ ქარი თმებს უწეწავს შემოდგომას?
მერე რაა,რომ მე და ლექსი ერთად ვებრძვით უშენობას?
მერე რაა,რომ მალე თოვლი ზაფხულისას მოშლის ხვატებს?
მერე რაა,რომ იანვარი კიდევ ერთ წელს მომიმატებს?
მერე რაა,რომ შემეჩვია ცოტა ცრემლი,სევდაც ცოტა?
მერე რაა,რომ ჩემი თავი ერთი წუთით შემეცოდა?
მერე რაა,რომ ღამეს ვაგლეჯ შენი სუნთქვით გამთბარ წუთებს?
მერე რაა,რომ ატირებულს შენი გული დამაყუჩებს?
მერე რაა,რომ შემიყვარდი უჩვეულო გითხარ რამე?
მერე რაა,რომ შენ ცოტა და მე ძალიან შეგიყვარე?
მერე რაა,რომ ამ ზამთარში ვცდილობ აღარ გაგიავდრდე!
მერე რაა,რომ გარეთ ქარი სასეირნოდ იწვევს ქუჩას
მერე რაა,რომ ცივა ცოტა,ცოტას მართლა არაუშავს!
მერე რაა,რომ გამიგრძელდა ლექსი,რა ვქნა,მაპატიე,
მერე რაა,რომ ვერ შევძელი აქაც ვეღარ ჩაგატიე.
მერე რაა,რომ კიდე დავწერ შენს თავს იქაც დაგანახებ,
მერე რაა,რომ მეშინია ნაპოვნიდან -დაკარგვამდე!
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<