siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-11-22 - 11:13 AM    
ჩემო მეგობარო! შენი ქანდაკება...
შენი ქანდაკება ჩემო მეგობარო...
ახლა რთული არის მახის არ დაგება
შენ რომ აღარ მყავხარ ისეთ ცხოვრებისთვის,
უკვე მავნე ჩვევის მიჭირს გადაგდება,
ჩემი სტრიქონების!

ჩემო მეგობარო! შენი მარმარილო,
ჟამთა დენასავით სხეულს ავტოგრაფებს
ისევ უტოვებენ. ისევ უმარილო
ქვების ალოკვას გავს ჩემი ხეტიალი
ახლა ნუ მესვრიან! ახლა უთხარი რომ
ამას მიწონებდი!

ჩემო მეგობარო! შენი სასაფლაო...
ტკივილს შევეჩვიე, ძალით მაცოცხლებენ,
წლებმა ასე მითხრეს მიჭირს გადაღლაო
შენი გადაღლაო, წლებმა ასე მითხრეს
არა, არც წუთის წინ, არა, არც ახლაო!
ალბათ არასოდეს!

ჩემო მეგობარო! წამიც ძლიერია!
წამიც ეწამება, მერე წამებულის
(წავა უგზო–უკვლოდ,) წავა იერიან.
მერე... მე და შენ და შენი ქანდაკება
ახლა სახრჩობელა როგორ ცბიერია,
ან და რევოლვერი!

ჩემო მეგობარო! ახლა აქ ასეა!
ასე ვიცოცხლებ და, ხვალაც ეს ვიქნები,
მაინც ყველა დარდი ღვინის ჭიქასია,
(უბედურებაშიც ვპოვე საარსებო)
ახლა ყველაფერზეც უფრო ძვირფასია
ჩემო მეგობარო!
შენი სასაფლაო!
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<