siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-11-22 - 11:55 AM    
რაც შენზედ ფიქრმა ჩემს სიცოცხლეს ხელი დარია,
ჩემთვის, შენს გარდა, სხვა ამქვეყნად ყველა მკვდარია.

ან მაპატიე, ან გამწირე, დამდე ვალი ან...
რა ვქნა?! – მიყვარხარ მართლაც ძლიერ, მართლაც ძალიან!

მე აღარაფერს ვევედრები ამ დიდ სამყაროს –
მამყოფოს შენთან და არასდროს აღარ გამყაროს!

იმედი ხმელი ფოთლებივით ეცლება ლოდინს
და შემზარავი მარტოობის ზამთარი მოდის.

ასე დღითიდღე იწურება წუთისოფელი:
ხან ვფლობ ყველაფერს, ხან არაფრის არ ვარ მფლობელი

მიწამ თავისი მიიბაროს, დრომ კი – თავისი,
ჩემი სული კი შენია და სხვა არავისი!

ჩემთვის მადლი ხარ თუ სასჯელი, ეს სულერთია,
მე მაინც გელი!... ლოდინი კი ჯოჯოხეთია.

შენზუკეთესს რადგან ქვეყნად ვერავის ვხედავ,
ბედნიერების დაუფლებას ათმაგად ვბედავ.ე

მაგრამ როგორც კი, ჩემო კარგო, შენ მაგონდები,
წარსულის ყველა მწუხარებას ერთად ვშორდები.

სხვებმა გამართონ, დაე, სიტყვით ვაჭრობა დიდი,
მე ჩემს სიყვარულს არც ვასხვისებ და არცა ვყიდი!

მე მხოლოდ მზერით შემიძლია გრძნობის გამხელა,
ესღა შემომრჩა სიყვარულის გამომსახველად.

ასე დაღლილი ამ ქვეყნიდან გაქცევას ვარჩევ,
მაგრამ არ მინდა, ჩემი სატრფო ობლად რომ დარჩეს
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 4
სტუმარი: 4
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<