ბებერმა ქარებმა ცას შემოუარეს, შიშველი ხეები უძღვნიან რევერანსს, ქალაქში სულ მარტო დარჩენილ იმ მთვარეს, რომელიც ყოველთვის მახსენებს რომ ვერას- დროს ვეღარ შევყვები ქუჩაში ღამეებს, არა და ეს ღამე ყველაზე დიდია. ფანჯრის წინ სულ იმის ლოდინით ვათენებ, მითხარი მოთოვსო... ფეხებზე მკიდია მერე რა თუ მტკვარსაც შესცივდა ამაღამ ისიც ხომ მარტოა ვერავინ გაათბობს! ხეები რევერანსს მიძღვნიან ამაყად, მივდივარ მთებს იქით... იქ სადაც ალბათ თოვს... |