siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-11-22 - 11:13 AM    
ამ ვარსკვლავებით დამტვერილ ცას გადაწმენდს დილა,
ყინვის რიკულებს, დაშლილ სიზმრებს ვერ შევეგუეთ
და გავიარეთ მთვარის შუქის ათასი მილი
ხმელი ფოთლებით - დაშვებული ხელისგულებით.
როცა ცხოვრების ჭრილობებზე შრება მარილი
და შენ თვალებში ეკლებივით გესობა მამის
ფოტო, ფანჯრიდან მიყურებ და ფიქრებს არ ილევ,
იცი, რომ ახლა ეს ტკივილი შენსავით მიმაქვს
ჩემი თავიდან… და სისხლივით ჩამექცა აწმყო,
რომ შეიძლება ეს სიცოცხლე თოვლივით დადნეს
ჩემთვის, შენ ზამთრის ღამეებში კოშმარებს აწყობ,
მე კი ვლოცულობ ლექსს და სახლში ვბრუნდები, დედა.
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<