მე შემიძლია, დილამდე ვუყურო წვიმიან ქუჩებს, ვიფიქრო შენზე და ოცნებებით გაწვიმდე თავზე. მე შემიძლია, დილამდე ვეფერო ვარსკვლავებს ცაზე, მთვარეს ვუყურო და ოცნებებით ვფარავდე სარკმელს.
ან შენთან ერთად ან შენს გარეშე, მე შემიძლია... კვლავ სხვაზე ფიქრი, ან თუნდაც შენზე არ შემიძლია... მე სუნთქვა მიჭირს და საუბარიც ჩვენზე, არ შემიძლია... ან შენთან ერთად, ან შენს გარეშე მე შემიძლია...
მე შენთან ერთად ან შენს გარეშეც მიყვარს ღრუბელი, მე შენთან ერთად ან შენს გარეშეც მიყვარს ოცნება. მე შენთან ერთად ან შენს გარეშეც მინდა ცხოვრება, ან შენთან ერთად, ან შენს გარეშე მე შემიძლია... მე შემიძლია... |