ვინ აკაკუნებს ჩემს სარკმელზე ამ დილა-სისხამს... ქარია, ალბათ; გზა აებნა იქნებ მათხოვარს... მშვიდობა ყველას, შორ წარსულში ვუყვარდით ვისაც, ვისაც ვუყვარდით, მაგრამ ახლა აღარ ვახსოვართ.
ამ სასტიკ ქარში სული ჩემი მარტოდ ვალალებს, არ ჩანს მშველელი, საიმედო თუნდაც დროებით და ჩემს მშვენიერ, სინათლისგან დახლეჩილ თვალებს, კვლავ ენატრებათ მყუდროება საღამოების.
ჩამოდის თქეშად უგუნურთა ცოფი და რისხვა, განმსჯელი არ ჩანს, მივავიწყდით იქნებ მაცხოვარს... მშვიდობა ყველას, შორს წარსულში ვუყვარდით ვისაც, ვისაც ვუყვარდით, მაგრამ ახლა აღარ ვახსოვართ. |