წუხელ სიზმარში მესიზმრა ქალი მზის დავარცხნილი და ლურჯ თვალება. თმებს უკოცნიდა უხეში ქარი, მთლად სასწაული, ურცხვი, თავნება. ყელზე ეხვია თეთრი მანდილი.. ქალი რა ქალი.. ქალი ჯოკონდა.. სულ ცოტა იყო ჩვენში მანძილი და ხელით ღვინის თასი მოჰქონდა. მივუახლოვდი და მთლად გავხევდი_ ასეთ სინაზეს არ შევხვედრივარ. ყველა უძლეველ ძალას დავძლევდი მაგრამ თითითაც არ შევხებივარ. თითქოს გაიგო ჩემი სურვილი და მკერდზე ოქროს შეიხსნა ღილი. უცებ ვიგრძენი ჟინის წყურვილი, მომაკვდავივით გამიშრა პირი. მომიახლოვდა ავსული ქალი და ეჭვიანად შორეთს გახედა. მაგრად დავხუჭე ორივე თვალი.. მან კი მიბრძანა თვალის გახელა.. წუხელ სიზმარში ქალი მესიზმრა, სიზმარი იყო თუ აგონია. გამოღვიძებულს ერთი მენიშნა_ ბედი სიზმრადაც არა მქონია |