წამო უწუთო წამებში წკაპუნით გავუყვეთ ქვაფენილს. წვრილ–წვრილი ფიქრებით წავხდებით, წვეთ–წვეთად დავწრიტავთ... დავწვდებით იმ წამებს, წუთებს რომ ეცლება, რომ ეწამება წვალებით, ოღონდ დრო გამოეწამოს... გამოეწამა! წავედით! წამო უწუთო წამებში წავბილწოთ ბერწი ციფრები, წვრილი და მსხვილი მიზნები, წერწეტი, მწაწლავი ფიქრები... წამოდი! წამთან წამოდი, რა საჭიროა წუთები? წახნაგებიდან გამოდი, წერტილი დასვი! ვრწმუნდები, დაგეწევიან წუთები, საათის წნეხში გარწევენ... წამოდი! ჩემთან წამოდი! უწუთო წამებში გაძევებ... |