ჩემი თავის ვარ მხოლოდ მეუფე და ყველა მსურველს ვათავისუფლებ. რაღაც აბსტრაქტულს არ დაგპირდები რაც გულით გინდა, იმას გაჩუქებ.
თავისუფლება,სიამოვნება, ბედნიერება და ნეტარება როცა უხვად გაქვს ეს ყველაფერი და გასაცემად არ გენანება.
მე ხომ არაფერს თავზე არ გახვევ, ეს ყველაფერი შენში მარხია. მხოლოდ პოვნაში დაგეხმარები. თუ არ გინდა და... შენზე ახია.
შენ არ გეგონოს რამეს ვითხოვდე, ან გამომქონდეს მე განაჩენი ნურაფერს დარდობ,მხოლოდ მომენდე და ჩემზე იყოს სხვა დანარჩენი.
შენ ისე ახლოს მოხვედი ჩემთან, რომ უსასრულოდ აღმოჩნდი შორი ბედნიერებას არ განანებენ არ დაიჯერო ეგ ბილწი ჭორი.
ხშირად თვალიც კი მატყუარააა შენც გულს მიენდე, ის არ განანებს. თუ მზად არა ხარ, მე დავდუმდები შენ დაფიქრდები ალბად მანამდე. |