წყაროზე ჩაგიყვანს და არ დაგალევინებსო, მწყურვალს დაგტოვებსო, ჩაჰყვები ვინცო, ცოლ-შვილს გაგყრის და აგარევინებსო _ შენთვის თუ უთქვამთ, პატარა ქალო!
მე იმ ასაკში არა ვარ ახლა არც იმ ჭკუაზე ვარ რომ ცოლ-შვილს გავეყარო! მაგრამ შემომიჩნდა სურვილის მახრა და პატარა ქალო, უნდა გაგეყარო!
მაგრამ პატარა გოგო ტოლებში დაქრის და ჩემი მახრა ფეხზე ჰკიდია, მაგრამ სავსე მკერდი მიუგავს სახნისს და ეს შეახსენებს, რომ უკვე დიდია!
იგრე ჩამაივლის მიწაგასახეთქი, ვითომც ქვეყანაზე მარტო ეგ ერთია. როგორც ხეჭეჭური, ქვაზე დასათხლეში გოგო იგეთია, გოგო აგეთია!
წყაროზე ჩაგიყვანს და არ დაგალევინებსო, მწყურვალს დაგტოვებსო, ჩაჰყვები ვინცო, ცოლ-შვილს გაგყრის და აგარევინებსო... |