ძნელი ყოფილა იცხოვრო ქვეყნად, სიკეთე თესო და ქვაზე დადო, ძნელი ყოფილა გიყვარდეს ვიღაც და სიყვარულით იცხოვრო მარტო.... ძნელი ყოფილა გჯეროდეს ხვალის, როცა არსად ჩანს იმედის კვალი, ძნელი ყოფილა არ დაუჩოქო, არ მოუხუჭო ცხოვრებას თვალი.. ძნელი ყოფილა ცხოვრების გზაზე, შენი ოცნების ერთგული დარჩე, ძნელი ყოფილა არ გეშინოდეს, მხოლოდ გიყვარდეს და მხოლოდ გწამდეს... ძნელი ყოფილა შეიცნო თავი და შეცდომებზე პასუხი აგო, ძნელი ყოფილა ინატრო წამი, მარადიული როგორც სამყარო.. |