|
ერთხელ წითელ მთვარეზე... ერთხელ შეყვარებული თურმე გეფიცებოდი, როგორ ქროლვა მიყვარდა, მაგ შენს ლამაზ თვალებში, ერთხელ გეფიცებოდი, როცა მთვარე დამუნჯდა მზეს ათბობდნენ ფიფქები, ერთხელ შეყვარებულმა, შენზე გადარეული შენთან ცეკვა მომინდა.
გახსოვს? ჩემი სიტყვები შენზე შეყვარებული შენთვის ლოცვა მოუნდათ, გახსოვს? როგორ ბავშვივით შემომხვიე ხელები, როგორ შეყვარებული მზეზე უფრო გათბობდა ჩემი შენთვის ფიქრები, იცი როგორ ძნელია? შეუყვარდი ჩემს ლექსებს, იცი როგორ მომინდა! შენთან ყოფნა ვფიცავარ!
როგორ მიყვარს ზამთართან, შენთან ერთად თამაში.... ანი ნეტავ იცოდე, ანი ნეტავ იცოდე, როგორ მიყვარს თითებში მაგ თითებში ცხოვრება! ანი ნეტავ იცოდე, რა ტკბილია გესმოდეს, როცა გეტყვი მიყვარხარ!...
ერთხელ წითელ მთვარეზე, ოცნებების ქალაქში და ნატვრების ქუჩაზე ისე მომლანდებიხარ რეალობას შერცხვა, გაქრა შერცხვა წავიდა!..
ერთხელ შეყვარებული, გული ფიქრებს უთმობდა, როგორ მეწერებოდა.. შენი კოცნა მინდოდა, შენზე გადარეულმა შენი გულის მოგება ისე მეავდრებოდა!.. შენზე გადარეულმა შენზე ფიქრი დამჩემდა გეფიცები ვფიცავარ, ან რა აზრი ამ სიტყვებს ანი, ღმერთმა იცოდეს თუ რა ძლიერ მიყვარხარ. |