შემოგიმტვრიო მინდა სიზმრები ძილშიც და ცხადშიც შენს გვერდით ვიყო. ანგელოზი ხარ ასე მგონია და შენს სიყვარულს ღმერთებთან ვიყოფ.
გარეთ თებერვალს წყალი სწყურია და გამომშრალ თოვლს ხოკავს თითებით მე ვფურცლავ წიგნებს და შენ დაგეძებ ლეგენდებში და ქვეყნის მითებში.
ეს პოეტობა რას ავიჩემე და ავირიე სავალი გზები შემოგეკედლე მიწის ანგელოზს მივდივარ შენ კი სულ ჩემთან რჩები
ახლა ისე ვარ, როგორც ფარაში პატარა ბატკნის პატრონი მწყემსი და ვეჯიბრებით შენს სიყვარულში მიწაზე მე და ,ზეცაში ღმერთი |