siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-11-22 - 5:31 PM    
თვალებით მაცდუნებ,
ჩურჩულით ამბობ, რომ
ალაგ-მოდებული სურვილი ავუშვა...

თითებზე, ტუჩებზე, მკერდზე და
სულს იქით დანახულ ფიქრებზე მედები,
მიმიღე,
ნუ გამხდი ამ ვნების მათხოვრად,
დავმდაბლდი,
უსიტყვოდ, მთლიანად გნებდები...
ვივიწყებ თუკი რამ ღირსება გამაჩნდა,
ზოგისთვის სწორედ, რომ ესაა მეძავი.
მაგიჟებს ტკივილი სულით, რომ დაგაქვს და
სალბუნად მოდება მხოლოდ მე რომ ძალმიძს...

დღეს ჩემი სულია შიშველი ნატურა
შენს თითებს, ტილოზე შეხებით შევიგრძნობ,
სხვას ეძებ ჩემში და მე, ზნედაცემული,
ამასაც შეგინდობ...

თვალებით მაცდუნებ,
ჩურჩულით ამბობ, რომ
ალაგ-მოდებული სურვილი ავუშვა...
და იქნებ მე ვარ და ან იქნებ მე მქვია
შეცდომა, რომელიც შენ უნდა დაუშვა.
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<