siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-11-22 - 5:25 PM    
შენ დაიწყე,
აღარ მოგიყვები ჩემს გოგოებზე,
უმეტესობა ლამაზია, მაგრამ სულელი,
სამაგიეროდ, მაისის თვის მარწყვებია მათი ტუჩები,
აბრეშუმია მათი კანი,
მათი თითებიდან უკვდავების წყალს ეწაფები _
შენი ვნებები,
შენი ჭრელი ისტორიები
ზეპირად ვიცი,
ჩემო საუკეთესო მეგობარო.
მე აღარაფერს მოგიყვები ჩემს გოგოებზე _
მე ისინი დავივიწყე,
არცერთს ვუყვარდი ისე, როგორც მინდოდა,
როგორც მეკუთვნოდა,
ისე, როგორც შენ გაგიხარდებოდა,
ამიტომაც მათ არ გიხსენებ.
შენს თვალებს ვეძებ,
იქნებ გწყურია,
იქნებ მხრები დაგეღალა,
თითქოს შენი ტვირთი არ გყოფნის,
ჩემიც უსიტყვოდ წამოიკიდე,
იქნებ ფეხი გადაგიბრუნდა და არ იმჩნევ,
იქნებ გცივა _
საბნის ნაცვლად გაგათბობენ ჩემი მკლავები,
ანდა იქნებ გეძინება _
ჩემი მკერდი შეგიცვლის ბალიშს.
ჩემო საუკეთესო მეგობარო,
მხოლოდ ხანდახან,
მხოლოდ უნებლიე შეხებისას,
მხოლოდ დაუგეგმავად შეხვედრისას,
მხოლოდ ნაადრევად გაღვიძებისას,
ანდა გვიან ჩაძინებისას,
მხოლოდ უცხო მიწაზე გადასახლების შემდეგ,
მხოლოდ უცხო თვითმფრინავების გადაფრენის შემდეგ,
მხოლოდ უცხო ადამიანებთან კამათის შემდეგ,
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<