”ზეიმი ორისთვის” შეიძლება დაუკავშიროთ რაიმე თარიღს:
შეყვარებულთა დღეს ან ნაცნობობის წლისთავს, ან უბრალოდ თქვენი სიყვარული
აღნიშნოთ. დღესასწაული შეყვარებულს შეგიძლიათ აჩუქოთ 14 თებერვალს
ვალენტინობას.
წყენა ანადგურებს სიყვარულს
როგორ ძლიერადაც უნდა უყვარდეთ ადამიანებს ერთმანეთი, ყოველდღიური
ცხოვრება და მიჩვევა ნელ-ნელა აკეთებს თავის ”შავ” საქმეს. უნდა ეცადოთ
გრძნობების გამოცოცხლებას. მოაწყვეთ სიყვარულის დღესასწაული. უპირველესად
შეარჩიეთ დრო, რათა არსად მიგეჩქარებოდეთ.
სამწუხაროდ ეპისტოლარულ ჟანრს ცუდი დრო დაუდგა. დღეს აქტუალურია
ვირტუალური წერილები და მისალოცები ელ-ფოსტით, ICQ,, მობილურით საუბრები...
მოიქეცით სხვაგვარად - წინასწარ ხელით დაუწერეთ შეყვარებულს წერილი და
გაუგზავნეთ ფოსტით. წარმოიდგინეთ მისი გაოცება, როცა საფოსტო ყუთში
გადასახადებს და მობეზრებულ სარეკლამო ფურცლებს შორის თქვენ წერილს
აღმოაჩენს. მით უმეტეს, რომ ქაღალდზე ყველაზე ჩვეულებრივი სიტყვებიც კი
ახლებურად ჟღერს. ასეთი რომანტიკული საჩუქარი ნებისმიერ ადამიანს დიდხანს
დაამახსოვრდება.
თუ დღის უმეტეს ნაწილს ერთად ვერ ატარებთ, წინასწარ იყიდეთ სიყვარულის
გამომხატველი პატარა სუვენირები და ჩააწყვეთ ჯიბეში, ჩანთაში, ყველა იმ
ადგილას, სადაც შეყვარებული წააწყდება. ამ მიზნისთვის გამოდგება ფუმფულა
სათამაშოები, მისალოცი ბარათები, გულის ფორმის საკიდები, შეუკვეთეთ მისი
საყვარელი სიმღერა რადიოში ან უმღერეთ სერენადა ფანჯარასთან. მსგავსი
რომანტიკული საჩუქრები ყველაზე კარგი ვალენტინობას იქნება.
აუცილებელი არ არის რაიმე განსაკუთრებულის გაკეთება. თუკი თქვენ
საყვარელ ადამიანს ყოველთვის ვარდებს ჩუქნიდით, მიუტანეთ გვირილები, რაც
მოულოდნელი, სულისშემძვრელი და რომანტიკული იქნება. ან პირიქით წითელი
ვარდის ნაცვლად მიართვით მინდვრის ყვავილების თაიგული.
საღამოს სამსახურის შემდეგ მოაწყვეთ ნამდვილი ზეიმი, რისთვისაც
აუცილებელი არ არის მაგიდის შეკვეთა მდიდრულ რესტორანში. სიყვარულის
რომანტიკული ზეიმი სახლშიც შეგიძლიათ მოაწყოთ. ყველგან დადგით სანთლები,
გამორთეთ ტელეფონი, მოამზადეთ მსუბუქი ვახშამი, ჩართეთ ნელი მუსიკა,
ჩააცივეთ შამპანური. გვერწმუნეთ თუნდაც თქვენი ჩაფიქრებული კერძი არ
გამოგივიდეთ, ეს განწყობას არ გააფუჭებს. თქვენ ყურადღებას და სიყვარულს
სათანადოდ დააფასებენ. ორისთვის დღესასწაულის მოწყობა ყველას და
ყველაფრისგან მოშორებით, უფრო მეტად ფასობს, ვიდრე ძვირფასი კერძები
რესტორანში.
დაიმახსოვრეთ, მართალია სახლში ივახშმებთ, აუცილებლად გამოეწყვეთ
სადღესასწაულოდ, რადგან ლამაზ ტანსაცმელს იმისთვის ვყიდულობთ, რომ თავი
მოვაწონოთ ახლობლებს და საკუთარ თავს. ასე რომ რომანტიული ვახშამი
საუკეთესო საბაბია საღამოს ახალი კაბის და გამოსასვლელი კოსტუმის
მოსაზომებლად. შეგიძლიათ ხუმრობით შემოიხვიოთ ლენტი წარწერით " საჩუქრად
ჩემ სიყვარულს”.
სააბაზანოში
საუკეთესო ვარიანტია შეყვარებულებისთვის ვალენტონობის დღესაც.
გაგახალისებთ თქვენც და თქვენ შეყვარებულსაც. ასეთი ზეიმი დიდხანს
დაგამახსოვრდებათ. გააფორმეთ სააბაზანო სანთლებით, მოამზადეთ მდიდრული
აბაზანა ქაფით, ზღვის მარილით და არომატული დამატებებით. მაგიდა გააწყეთ
მსუბუქი ვახშმით. ჩართეთ მუსიკა. სააბაზანო ასეთი დიდი ხანია არ გინახავთ -
ჩაწექით აბაზანაში და ჩაეფალით გრძნობებში. საყვარელი ადამიანი, საყვარელი
მუსიკა, წყლის შხაპუნი. . . ძალიან რომანტიულია, შეგიძლიათ დაისხათ ღვინო
და სალათა ხელით მიირთვათ. დატოვეთ მის სახლში თქვენი კვალი: დაწერეთ
დაორთქლილ სარკეზე საოცნებო სიტყვები, მინა გაშრება, წარწერა გაქრება,
მაგრამ ისევ გაჩნდება, როცა თქვენი საყვარელი ადამიანი შხაპს მიიღებს.
ზეიმი მთელი დღე
თუკი მთელი დღე თავისუფალი გაქვთ მაქსიმალურად გამოიყენეთ იგი.
შეგიძლიათ მოაწყოთ ზეიმი ’’გამარჯობა ბავშვობავ”, მთელი დღე გაერთოთ
საქანელებზე, გაუშვათ საპნის ბუშტები, მიირთვათ ნაყინი, საღამოს კი ეწვიოთ
კინოს და ბოლო რიგში კოცნით დაკავდეთ.
არ დაივიწყოთ უთხრათ მას როგორ გიყვართ. -”მე შენ მიყვარხარ!”- სამი
საოცნებო სიტყვაა, რომელიც მთელ მსოფლიოს აერთიანებს, და თუკი ამას 15
ენაზე იტყვით ასეთი რამ თქვენ შეყვარებულს არასდროს დაავიწყდება:
ინგლისური- I love you
პოლონური-Koham cie
იტალიური-Ti amo
ფრანგული-Je t’’aime”
ესპანური-Te amo
გერმანული-”Ich liebe dich”
იაპონური-Ai shite imasu
ჩინური-Wo ai nei
პორტუგალიური-Te amo
იდიში-Ani ohev otakh
ირლანდიური-Thaim in grabh leat
ბერძნული-”S”agapo”
შვედური-Jag alskar dig
ეს მხოლოდ ის მცირედია რისი გაკეთებაც მისთვის შეგიძლიათ. მთავარი
თქვენი ფანტაზია და სურვილია აჩუქოთ შეყვარებულს დაუვიწყარი დღე! არ
დაივიწყოთ საჩუქარი! ძალიან სასიამოვნოა საკუთარი ხელებით გაკეთებული
საჩუქრების მიღება. შეგიძლიათ შეირბინოთ მაღაზიაში მისალოცის საყიდლად,
მაგრამ უფრო ეფექტური იქნება მისალოც ბარათს თავად თუ გააკეთებთ, ამისთვის
მხატვრობის ნიჭი აუცილებელი არ არის, მისალოცის გაკეთება თქვენი
ფოტოსურათით ფოტოშოპში 5 წთ-ში შეგიძლიათ.
აჩუქეთ საყვარელ ადამიანს დღესასწაული ყოველდღე, და არა მხოლოდ ვალენტინობას.