siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-11-22 - 4:51 PM    
მესროლეთ უვარდო ეკლები!
დაღლილი სხეული დასერეთ!
დალეწეთ საქალე ნეკნები,
ჩააწეთ სისხლში და... დაწერეთ!

დაწურეთ უსისხლო გული და
ტკივილი ლებნებად დათალეთ!
დათესეთ მთვარეზე! უვლიდეთ!
ლოცვებით მორწყეთ და... აცალეთ!

დაცალეთ უძირო სევდის ჭა –
თვალები – სამყაროს სახატე!
ნაცრემლი წამწამი შეკრიჭეთ,
შეკარით ფუნჯად და... დახატეთ!

დატეხეთ ხერხემლის მალები
და თავის ქალაში ჩანათხევ
ცივ ტვინში აზილეთ წვალებით,
მზის გულზე დადეთ და... გაახმეთ!

მოუხმეთ ქარების მეუფეს!
სამოთხის კარამდე იქროლეთ!
შეებით მრისხანე ქერუბიმს
და... გათენებამდე იბრძოლეთ!

მესროლეთ უვარდო ეკლები!..
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<