მოენატრე და გულიც ატირდა, თვალებს ცრემლები სდიოდა ცხარე, ჩამძინებია ფიქრებში დაღლილს, მაგრამ სიძმარში ისევ შენ გნახე. მძინარეს კვლავაც მითრთოდა გული, თვალებზე ცრემლმა იწყო დინება, სიზმრად გხედავდი მე კი ვტიროდი მაგრამ არ მსურდა გამოღვიძება... მომიახლოვდი თითქოს თამამად ცრემლი მომწმინდე ნაზი ხელებით, გულში ჩაგიკარ გაოგნებულმა თმა შეგისწორე ფერებ ფერებით. გამთიადს გავდი სილამაზითა სიტყვებს მჩუქნიდი შენ ალერსიანს, უცებ ცახვედი სად დამეკარგე? გამღვიძებია მე თვალცრემლიანი. |