სადღაც დაგეწევი წლების სიშორეში, ვიცი, დაემთხვევა ჩვენი დაბადება, გრძნობით დამუხტული ვნების დიოდებში, ღამის სიმხურვალე - დილად აალდება! სადმე დაგეწევი, ფიქრთა სიშორეში, ღამეს გადმოვხედავ სიზმრის თვალებიდან.... იებს შეგიგროვებ ლამაზ ოცნებებში.... კიბეს მივადგამ და ცაში ამოგიტან. ცრემლებს შეგიმშრალებ თეთრი ფანტელებით, თვალებს ჩაგიმუქებს სულის ელვარება. სადმე დაგეწევი წლების სიშორეში, გულში ჩაგიკრავ და ვიცი გეამება |