ნეტავ მეც მქონდეს სურვილების თეთრი კალათა, მაგ გულს შევთხოვდი, მერე თუნდაც გადავაგდებდი. შენმა თვალებმა ფარულ გრძნობებში მოიკალათა და ვერ გავუშვი მაშინაც კი, როცა ვაგდებდი. გთხოვ, ნუ შეგრცხვება, სრულყოფილება არ არის ცოდვა. უაზრობისგან ჯერაც არნახულ სიყვარულს ვძერწავ. შენგან სიცხე მაქვს და ამ სიტყვებით დავიწყე ბოდვა, ნუთუ არ გიკვირს უშენობისგან ცას რომ არ ვლეწავ? ლექსებს ფიქრით ვხევ, ვერ შეგპირდები ვეღარც სონეტებს. სიცოცხლის ხაზზე გამოიკვეთა დღეს თვითმკვლელობა. თვალები კრძალვით მიიღებენ შენგან მონეტებს. საფლავს არასდროს არ შეაწუხებს შეუმჩნევლობა. … და მეღირსება ჩემი სასახლე მე, როგორც მეფეს. სიმართლისა და თავისუფლების პოეტის კუბო. გულს აქ არ ერგე, დედოფალს ხოტბად გიტოვებ ლექსებს, წვიმა ორმოში თავს იქაც იკრებს, იქნებ გრძნობები შენც დაიგუბო. და მეღირსება ჩემი სასახლე მე, როგორც მეფეს. |