სადა გვაქვს ყურები? დავიხშეთ ყურები! მგონი გაჩერდა ყველას გულები. სადა გვაქვს თვალები? დაბრმავდა თვალები! უაზროდ გვთელავენ ცოდვის ქარები. სადა გვაქვს გრძნობები? გავყიდეთ გრძნობები! სიყვარულით აღსავსე ცრემლიან სტროფებში. სადა გვაქვს ტრფიალი, ხოტბა ფიალით? იმედმომლოდინე თვალები წყლიანი. სადა გვაქვს სიწმინდე, სადა გვაქვს სიმტკიცე? გულს შერევია თურმე სიმყიფე! სადა გვაქვს გულები, დადაგულები? აღარ ვართ გრძნობაში დაკარგულები. სადა გვაქვს ღირსება, სადა გვაქვს ნამუსი? ერთმანეთს ვაგინებთ, ვლანძღავთ ბახუსში. სადა გვაქვს სანთლები, დავდივართ ტაძრებში? რად ვეღარ ვხედავთ სიწმინდეს ხატებში? აჩრდილიც არ არის, სულის აჩრდილი, ყველას ნერვები რატომ გვაქვს აშლილი? ვხუჭავთ თვალებს, ვიყრუებთ ყურებს, ყინულით ვავსებთ სხვის გამთბარ გულებს. გამქრალა გრძნობები, ლამაზი გრძნობები, უსიყვარულოდ მოვსულვართ, უსიყვარულოდ მოვკვდებით. |