siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-12-03 - 8:48 PM    
მდგმურნი ვართ ჯოჯოხეთისა -
ამას რად უნდა მისანი! -
რაც მე შენ ქალად გიხილე,
რაც შენ მე კაცად მიცანი!
ალბათ სხვაც ამგვარ დღეშია,
აქ ადამის ძედ ვინც არის,
ჩვენსავით აკრძალულ ხილის
ჭამად ვინც არის მიმცალი!
ვეღარ-თუ დაგთმობ, არ შემკრავს
სანამ სამარის ფიცარი,
ისეთი სასურველია
შენი ტუჩების ღიმ-ცვარი!..
ისეთი მიმზიდველია
ვნების ზღვა ნალიცლიცარი.
რა ვქნა, თუ აკრძალულია,
სწორი გზისაა მიმცარი.
მე მაინც შენთან მწადია,
თუნდაც ჩამექცნენ მიწანი,
თავს ჩამომემხონ ზეცანი,
მიძღოდნენ წამნი წინ მწარი.
მიყვარხარ უსაბოლოოდ,
შენს ხატებას ვარ მიმწვარი,
არ შემიძლია, დაგბინდო
ტკბილი და დაუვიწყარი!.
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<