ეს ლექსი შენზეა და როგორც ადრესატს, გიკითხავ, მხარზე როს დაღლილი თავს მადებ, შენ ძლიერ ლამაზმა, პოეტი მკადრე და მე სუსტი პოეტი ლექსების თავსხმაში -
უქოლგოდ დარჩენილს არ გინდობ წამითაც, შენც მოგწონს თითო და ყოველი ბწკარედი, და ვიდრე გუნება საერთოდ წაგიხდა, ბოლოჯერ მაკოცე და ისე წახვედი.
რომ უკვე არ მქონდა იმედი და-კაპოს, და მაინც შენზე ფიქრს, ვერაფრით შევეშვი, ლექსებიც ტვინიდან თუმც ისე გაკაფე, ვით მონადირე გზას იკვლევს ტევრებში.
ეს ლექსიც შენია და ვეღარ გიკითხავ... |