ნაწვიმარ დედამიწას მოთეთრო ფერის ჩრდილები დასდევს, ოცნებებს ისევ შეაჭრეს ფრთები და მე დღეს კიდევ ერთხელ მომენატრა ოდესღაც ხელიდან დამსხტარი ჩემი უზრუნველი ბავშვობა. ლურჯი ფერი შემოიძრაცვეს მოგონებებმა, უხასიათობა დამიტოვეს საჩუქრად, ყოველი მზის ჩასვლისას ვკვდები და ღამის წვდიადში ჩემი სულიც უსასრულოდ ბნელდება. ქაოსიდან მოვემართები ყოველდღე შენკენ და შენ გამირბიხარ, გაცრეცილი ღიმილი მიშეშდება და როგორც არასდროს ისე მტკივა საცრემლე ჯირკვლები. მზე თეთრდება და სითბოს მონატრებული ხარბად მივიწევ მისკენ. ხაოიანი ბუსუსები მაყრის და შიშის მარიონეტები დამათრევენ შენსა და ჩემს შორის. დამთავრდა. ხმაურით დაეშვა რაღაც ძალიან დიდი და საზიზღარი. |