დედიკო, დედა, თვალებს ვახელდე და მზეს ვხედავდე მინდა, ერთი თქვენგანი ვიყო მინდა, ვუყვარდე და მიყვარდეს მინდა, სახელი მერქვას მინდა.
წვიმა მინდა და თოვლი მინდა, მამა გავხდე მინდა, სარკეში ვიხედებოდე და ჩემს თავს ვხედავდე მინდა, ნაყინს ვყიდულობდე ბავშვებისთვის მინდა, საფლავი მქონდეს რომ მოვკვდები მინდა, იმ ბავშვებს მაინც ეწყინოთ ჩემი სიკვდილი მინდა.
დედიკო, დედა, შენ მოგიძღვნა ჩემი სიცოცხლე მინდა, ოღონდ მომიშვი შენამდე ახლოს, ნუ გადამაგდებ, ნუ წამართმევ ჩემს წილ სიცოცხლეს შენ და მამაჩემმა ერთად რომ მაჩუქეთ, ავადმყოფობად ნუ მომნათლავ, ნუ წახვალ ექიმთან, ნუ გადამაგდებ, დედა, დედიკო... |