ჩემი სიყვარული წითელი ვარდია, ბაღნარში ლამაზად გადაშლილი, ჩემი სიყვარული ნაზი მოტივია, მელოდია, ჰარმონიით აღვსილი. როგორც ხელოვნება, მარად მშვენიერი, ღრმაა სიყვარული ჩემი, მანამ მეყვარები, ძვირფასო გოგონა, სანამ მთლად დაშრება ზღვები. სანამ ამოშრება, ძვირფასო, ეს ზღვები და მზისგან დადნება ამაყი კლდის წვერი, მანამ იარსებებს ჩვენი სიყვარული, სანამ ჩაგვიქრება სიცოცხლის მზე, მწველი. ახლა კი, მშვიდობით, ჩემო სიყვარულო, გშორდები, გშორდები, ძვირფასო, კვლავ, მაგრამ დავბრუნდები, ეს გწამდეს მარადის, თუნდ რომ გვაშორებდეს უგრძესი გზა. |