მაცდურო თვალებო, მე თქვენზედ მლოცველი ვძმაკაცობ ბახუსის თასებს, ო, ღმერთო, ვიცი, რომ ვერასდროს მოგწვდებით, ამიტომ მიყვარხართ ასე... ჩამქრალი ვნებები ოცნების სადარი, წარსულის ზმანებებს მასევს, თვალებო, ვერ ვნახე მე თქვენი ბადალი, ამიტომ მიყვარხართ ასე... მაგ თქვენი თვალების შეხედვა მგზნებარე მაგონებს მქროლვარე რაშებს, რომ ვერ დაგეწევით ჭენებით დაღლილი, ამიტომ მიყვარხართ ასე... თქვენს მზერას იდუმალ სანთლებად ანთებულს, გრძნობით და მდუმარით სავსეს, თვალებს რომ ვერასდროს, ვერასდროს ვუსწორებ, ამიტომ მიყვარხართ ასე |