მეც მაპატიე, სიყვარულში რომ გამოგიტყდი… მაგრამ იცოდე, კიდევ ბევრი დამრჩა სათქმელი… მაპატიეო, სიყვარულით ვერ გიპასუხე… ესღა მითხარი და დამტოვე ფიქრებაშლილი… დაგაგვიანდა, ჩემი გული უკვე გაჩუქე… და ყველაფერი წარსულია, უკვე წაშლილი… არ მიყვარხარო, მიმატოვე, ქარს გამატანე… არადა, იცი რა საშინლად მომენატრები?... მე შენზე ფიქრი, გაშიშვლებულ ქარს გავატანე… თვალებს დავხუჭავ და სიზმრებში მომელანდები… არც არასოდეს, გყვარებივარ, ვიცი… გაგიგე… განა არ ვიცი… სად ჩემი და შენი თვალები… ვერ მოგწვდებოდი ცაში ვარსკვლავს, კარი გაგიღე… და უსასრულოდ გაღებული დამრჩა კარები შენს გაღიმებას, მე ვერასდროს ვეღარ ვეღირსე… და მაინც, შენსკენ მეჩქარება, გულში ომია… არაფერს ვნანობ, ამურივით მე ვარ მეისრე… მე ვარ წარსული, მომავალი არ დამდგომია… მეც მაპატიე, სიყვარულში რომ გამოგიტყდი… მაგრამ იცოდე კიდევ ბევრი დამრჩა სათქმელი |