siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-12-27 - 3:48 PM    
სად არ გძინებია სიყვარულო?!.
რა არ გდებია სასთუმლად?!.
რამდენი ვინმე აცდუნე-
რამდენმა თვითონ გაცდუნა?!
ვის არ უძებნია ზეცაზე
თვალი დაკარგული ბეჭდის?!
ვის არ გასჩენია შენს გამო
განუკურნებელი ეჭვი?!
რამდენჯერ მოხვედრილხარ ქარში და წვიმაში?!
რამდენჯერ მოგხვედრია სილა?!
დაღლილ-დაქანცული უგონოდ
სად არ მიგდებულხარ ძილად?!
თითქოს მოუხეშავს,თითქოს მორცხვს
ხელში თაიგულიც გჭერია,
ჯოჯოც ყოფილხარ,სატანაც და
უმშვენიერესი ფერიაც.
სვამდი სიყვარულის ნექტარს საოცნებოს,
მაგრამ საწამლავსაც ასმევდი...
დიახ,საიდუმლოს ინახავდი
და თან უსინდისოდ ასმენდი.
ბატონიც შენ ხარ და მონაც საცოდავი,
ჯარისკაციცა და სარდალიც ,
ისე მტყუანი ხარ...ისე მტყუანი ხარ...
და თან უცნაურად მართალიც!
დღეს რომ პეპელა ხარ ნაზად მოფარფატე-
ხვალ მახრჩობელა ხარ უდავი,
თუმცა მოკვდავი ხარ-სუსტი,დაუცველი,
მაინც ხომ შენვე ხარ უკვდავი!
მე რომ აქ მგონიხარ-
უცებ იქ გაჩნდები,
მე რომ იქ მგონიხარ აქა ხარ,
მ ძ უ ლ ხ ა რ ს ი ყ ვ ა რ უ ლ ო...
მ ძ უ ლ ხ ა რ ს ი ყ ვ ა რ უ ლ ო...
მ ძ უ ლ ხ ა რ ს ი ყ ვ ა რ უ ლ ო...
მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ !
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<