siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-12-27 - 4:25 PM    
მოდი რა . . .
გაჩუქებ რაც რამ მაბადია

სიცოცხლეს, სიყვარულს,
ცხოვრებას არეულს . . .
მითხარი სხვა ჩემგან თუ რამე გწადია,
ეგება სხვა ყველაც წამართვა მთვარეულს

ეგება . . .
ოცნება გიბოძო ყოველი,
ჩემს ღიმილს ჩუმსა და მწარეს დაეუფლო,
იქნება ეს ყოფა ჯერ კიდევ ცხოველი,
შენ შემიწყვიტო და ცრემლით დამემუქრო

წაიღე სულ ყველა,
სულ ყველა შენია,
მე აღარ მჭირდება უშენოდ არცერთი.
არც გული მარგია ეულად რომ ძგერდეს,
არც ყოფნა ამქვეყნად მახარებს ასეთი

ერთსა გთხოვ სანაცვლოდ . . .
ჩვენი წარსულიდან
ერთი მოგონების დათმობას აიტან . . .

ჩვენი სიყვარულის ცხოვრების ზღაპარი
უკან დამიბრუნე ზაფხულის ღამიდან . . .

 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<