siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2025-07-07 - 12:14 PM    
ჩემი თავის გარდა არსად გავიშვები,
ისე ახლოს არის ახლა გაგიჟება,
თმებში ყრუვდებიან წვიმის კლავიშები,
კადრი - აურასწვიმს - მოჩანს კლავიშებად.

დღეებს უშენობა დაუშნოვებია,
მსგავსი ამინდები ტკივილს მიორებენ,
გარეთ აწყვეტილი წვიმის ომებია,
ხოლო ფანჯრებია მოროდიორები -

ჩვენი ოცნებების, რადგან აღარ გვესმის,
რადგან ვეღარ ვფიქრობთ,
რადგან,
რადგან,
რადგან,
ისე გეთანხმები უკვე არაფერში,
როგორც ნაბიჯების უკან არგადადგმა.

ლექსებს მივიწყების ყულფი მოვაზომე,
ახლა სტრიქონ-სტრიქონ ვეძებ მიმალულებს,
ღმერთის კარზე ახლად შემდგარ მონაზვნების
მსგავსად საეჭვოა უკვე სიყვარული

და მეც ჩემი ქნარი მკერდს მაქვს მიდებული,
ჩემი ეკლესიაც უმარტოვესია,
მოვალ წვიმაში და ხელჩაკიდებული,
სხვისი შვილებივით მომყავს პოეზია.

კადრი - აურასწვიმს - მოჩანს კლავიშებად,
თმებში ყრუვდებიან წვიმის კლავიშები,
ისე ახლოს არის ახლა გაგიჟება,
ვგრძნობ რომ ლექსის გარდა არსად გავიშვები.

 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<