siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-11-23 - 3:04 AM    
ტირის დღე ტირის... ჩუმად და უხმოდ,
თან ღაპა-ღუპით მოსდის ცრემლები,
ქუჩაში როგორ ასველებს უცნობს
ვხედავ და ისევ შენ მახსენდები...

რა საიდუმლოს ატარებს წვიმა...
მოდის და მოაქვს მტირალა სევდა,
სულ დაინამა ცრემლებით მინა,
ჩემსავით ისიც სველ ლექსებს წერდა...

დამძიმებული წვიმით და დარდით,
ლექსების ბედი ასე წყდებოდა,
ზედ აბიჯებდნენ ნაბიჯით, მარდით...
ოღონდ ფეხი არ დასველებოდათ!

ისევ ისე წვიმს, ჩუმად და უხმოდ,
დღეს ღაპა-ღუპით მოსდის ცრემლები,
ფანჯრიდან ვხედავ, ასველებს უცნობს
წვიმა...და ისევ შენ მახსენდები...

 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<