|
ცხოვრება თეატრია, იცვლება როლები, ვართ ერთი ეპოქის ბრმა მსახიობები... ყველა ნიღბით დადის, დიდი თუ პატარა, ცხოვრებამ თამაში ვერაფრით გვაკმარა. ვთამაშობთ ქუჩაში გრიმით და ნიღბებით, ერთმანეთს ვუღიმით , ერთმანეთს ვჭირდებით... ერთმა მსახიობმა კოცნა ვერ გაბედა და ცრემლმორეული მიეყრდნო კედელს... ღერძზე სცენად იდგა მთელი დედამიწა, ფარდების დახურვა ვერაფრით შესძლეს... გაგრძელდა თამაში,გრძელდება პიესა, ლამაზი გოგონა ვაჟს კოცნას უცვლიდა, იქ ერთმა პოეტმა იმდენხანს ილექსა, რომ ყველა ლექსები გაექცა ფურცლიდან... მხატვრებმა დახატეს დიდი პირამიდა, და ახლა აქლემებს პატრონებს უჩენენ... მუზები მოდიან ფოთლის შრიალიდან და შენი ტუჩების სურნელი მოაქვთ, იწევა თამბაქო ,თეატრი კვამლშია და ყველა ჩვენთაგანს ეცვლება მიმიკა... ზოგჯერ საოცნებო ფრთებს ისე გაშლიან, შეაფრინდებიან ცრემლნარევ ლირიკას და მთელი სისწრაფით ბრუნავს დედამიწა, თითეულ ჩვენთაგანს უყვარს ეს ტრიალი... შენი სახიდან ღიმილს ვერ დავიცავ, როდესაც დაუკრავს ჩვენთვის როიალი... ზეციდან გვიღებენ,თუ როგორ ვთამაშობთ, ერთმანეთს ზიზღით ვკლავთ,არაფერს არ ვუფრთხით... თითქოს ეღთგულები,ერთმანეთს ვღალატობთ, იქ მოგვეთხოვება სულ ყველას პასუხი... ყველა ნიღბით დადის, დიდი თუ პატარა, ცხოვრებამ თამაში ვერაფით გვაკმარა... ვთამაშობთ ქუჩაში გრიმით და ნიღბებით, ერთმანეთს ვუღიმით, ერთმანეთს ვჭირდებით... ცხოვრება თეატრია, იცვლება როლები... ვართ ერთი ეპოქის ბრმა მსახიობები... |