სულში - სიცოცხლე, გულში - შენ, თვალებში - ცა არ მეტია, რაგინდ ფრთა შალოს ოცნებამ, ცხადი ცხრა მტკავლით მეტია... ეჰ, ჩემო ბედის პეპელავ, მაინც საიდან სად გდიე, ჩემი სახელის შროშანზე ერთი ღამეც არ ათიე. შენთვის რომ ნამს ვინახავდი, სხვისთვის ცრემლებად ვანთხიე, ბრალი რა მედო ეგეთი, წამს საუკუნოდ გავდიე. სულში - სიცოცხლე, გულში - შენ, თვალებში - ცა ვერ ჩავტიე!!! |