siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-11-23 - 3:36 AM    
I
ოდესღაც ვიღაც მიყვარდა,
მერჩივნა ყველას თავს…
და ბედნიერი ვიყავი,
ვითვლიდი ყოველ წამს…
რამდენი ღამე უძილოდ
დამთენებია თავს
და უიმედოდ ფიქრებში
ჩამძინებია კვლავ…
დღეები დღეებს მისდევდა,
წამი კი ყოველ წამს…
დრო გადიოდა ოცნებით
კვლავ ვიტყუებდი თავს…
მზეს მთვარე შეჰყვარებია,
ღრუბელს – უძირო ცა…
მაგრამ ამ გრძნობის ჩემსავით
ვერვინ ბედავდა თქმას…
დრო გადიოდა სნეული,
მე ვშორდებოდი მას…
მაგრამ ეს გრძნობა ეული
გულში მრჩებოდა კვლავ…
II
იქნებ ოდესმე შევხვდებით,
გამოგაყოლებ თვალს;
შენ კი ჩაივლი ქუჩაში,
არც მოაბრუნებ თავს…
გულში რაღაცა ჩამწყდება,
ვერ გაგისწორებ თვალს…
და სიყვარული პირველი
აღარ დატოვებს კვალს…
გაივლის დრონი უძირო,
სადღაც შევხვდებით მწამს…
და ღამეები უძილო
დამათენდება თავს…
ღამე უძილო – ფიქრისგან
აღარ მანებებს თავს,
ოცნება ბნელი ნისლისგან
ვეღარ გაიკვლევს გზას…
,,ოდეს ძლიერად მიყვარდა”…
გამახსენდება კვლავ…
თვალცრემლიანი ვიყავ და
ვეღარ ვბედავდი თქმას…
ოცნებას ნისლი უყვარდა,
ვიღაცას – ვიღაც სხვა…
და მეც ჩემს გულში მიყვარდი
ვფიცავარ მე შენს თავს…
*
გაივლის წლები მრავალნი,
გაიფანტება დრო…
და ჩემს საფლავზეც ოდესღაც
დააგორებენ ლოდს…
III
ერთ ღამეს კარი გაიღო,
სასაფლაოზედ თოვს…
ვიღაცის ტირილი ისმის,
ვიღაც ქვითინებს შორს…
ხელში იები უჭირავს,
ლაღად გააპობს თოვლს,
ვიღაცის საფლავს დაეძებს
და ღმერთს მის პოვნას სთხოვს…
აი იპოვა საფლავიც,
გადაკარგული შორს,
წამით შეჩერდა, ალბათ ღმერთს
გულში რაღაცას სთხოვს…
სიბნელე იყო გარშემო,
გადაუღებლად თოვს…
ჩაეკრა საფლავს, ატირდა:
,,ღმერთო, მიშველე გთხოვ………..
ცამ შენი სული წამართვა,
მიწამ სხეული შორს,
გაიგე ჩემი სიტყვები,
ამის მეტს არას გთხოვ…
მიყვარდი, ძლიერ მიყვარდი,
ვერ გიბედავდი თქმას…
ახლა კი არის გვიანი,
ვერას ვუხერხებ თავს…
იქნებ ცად მაინც შევხვდებით
და გაგისწორებ თვალს,
მაშინ კი ყველაფერს გეტყვი
ვფიცავარ მე შენს თავს”…
*
დამშორდა მწარე სიტყვებით,
ცრემლი სდიოდა თვალს…
თანაუგრძნობდა ბუნება,
ტიროდა თვითონ ცაც…
IV
გამომეღვიძა ფიქრებში,
გამოვერკვიე წამს,
თურმე სიზმარი ყოფილა,
ცრემლი მომადგა თვალს…
სიზმარში ვნახე ის ბიჭი,
ტიროდა ჩემს საფლავს…
ვნახე ვინც ცხადში მიყვარდა,
ვინაც მერჩივნა თავს……………………….
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 6
სტუმარი: 6
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<