ბედნიერების მოლოდინში გავა ეს ღამეც და დაიწყება მოგონების ვრცელი სიზმარი, შენი გრძნობების მოლოდინში დავხუჭავ თვალებს და თუკი ისევ გენატრები ჩუმად მითხარი... შენზე ოცნების მილოდინში ჩავა ეს მთვარეც და გათენდება უიმედო დილა უშენოდ, შენი გრძნობების ტყვეობაში გავახელ თვალებს და დავფიქრდები ჩემს ოცნებებს როგორ ვუშველო... ამეშლებიან მოგონების ჩუმი ფიქრები და გვერდს ჩამივლის მონატრების ცივი ზმანება, თუმცა ვიცი რომ შენი გრძნობის მონა ვიქნები და გაგრძელდება უსასრულოდ ჩემი წამება... მაინც ვეცდები დაგივიწყო შორეულ სიზმრად და ჩემს ოცნებებს დავუმსხვრიო ყინულის ფრთები, მაინც ვეცდები რომ გაქციო წარსულის ბინდად და დავივიწყო ის ლამაზი შენი სიტყვები... მაგრამ ვიცი,რომ მონატრება ჩემზე მაღლა დგას და ამ მოლოდინს ვერ აშინებს წარსული სევდა... და თუ გონება ჩემს მაგივრად ნაბიჯს გადადგამს, ამ ნაბიჯებით მონატრება მომიყვანს შენთან... |