შენ ჩემი წვიმა ხარ, ანცი და შხაპუნა, ანკარა, გამთბარი მზიური ალერსით, შენ ყველა სიკეთე ზეცამ დაგაპკურა, და წვიმად მომგვარა ჩემს არემარეში. შენ ჩემი ქარი ხარ, ქარბუქი, გრიგალი, გრძნობების ტალღებად მახეთქებ ნაპირებს, ზეცამ მოგავლინა ჩემს დასალიერში, ვიცი ამისრულებს აღთქმულ დანაპირებს. შენ ჩემი თოვლიც ხარ, თბილი და ჭაღარა, ბავშვივით ცელქი და კამკამა თვალებით, სულ გამისპეტაკე ცოდვა და იარა, რაც ამიკრეფია ამ ქვეყნად თარეშით. შენ ჩემი წვიმაც ხარ თოვლიც და გრიგალიც, შენ ერთში ბუნება შერწყმულა თანაბრად, ნიშად მომევლინე ჩემს დასალიერში, და დავრჩი ღვთისა და . . . მხოლოდ შენს ანაბრად . |