შენს ფეხებთან აბეზარი ქარი გაიშრიალებს, ურცხვად მოგეპარება და კაბას აგიფრიალებს, აუჰ! თვალებს აგარიდებ, მაინც გამთქვეს თვალებმა, რადგან მზერა უნებურად შენსკენ გამეპარება. უი დედა! დაიმორცხვებ, კაბას იჭერ ხელებით მარწყვის ბაგეს დაიშაქრავ დათაფლული წყევლებით. მიხაროდენ; წყევლით მლოცავ, ტოკავს გულის გალია, ეგე ქარი, ეგ დაწყევლე, ჩემი რაღა ბრალია; მე რაც მსურდა აქამომდე, შენს თვალებშიც ვხედავდი, ქარს კაბა არ აეწია, რა, არ შემოგხედავდი?! ნეტავ ქარი კვლავ მოვიდეს, კვლავაც გაიშრიალოს, ურცხვად შემოგეპაროს და კაბა აგიფრიალოს, ნეტავ იმ წუთს, საფიცარო, თუ სხვა კიდევ მერჩიოს, უკვე დედა ყოფილიყავ, ხელში პირმშო გეჭიროს; უი დედა! წამოწითლდე, ხელს რომ ვეღარ ახმარებ, თვალხუჭელა მოგაგნებ და კაბას ჩამოგაფარებ; შენ კი ისევ "დამწყევლი" და ისევ დაიქუფრები; კარგი, ფეხებს თუ მიმალავ, თვალებს რაღას უშვები |