წვიმდა... ქალაქის ქუჩებში. მოუყვებოდა წყალი დაღმართებს და ასხლეტილი წვეთი კედლიდან, ეფერებოდა ნაზად დარაბებს.
წვიმდა... და მიწას ალპობდა წყალი. ფეხის ჭყაპუნი მესმოდა ყურში. ვხედავდი ჩუმად რომ მოდიოდი და მითრთოლებდი რაღაცას გულში...
სველი თმა ნაზად ეფინებოდა, სიცივისაგან გაყინულ ტუჩებს ალბათ არც არსად გეჩქარებოდა ჩაფიქრებული მისდევდი ქუჩებს.
თითქოს ყველასგან გამოქცეული, შენ უიმედოდ ეძებდი ალერსს ატირდებოდი და თბილი ცრემლი მოედებოდა თაფლისფერ თვალებს.
მოდიოდა და მოჰქონდა თანაც, მადლი ნინოსი, წმინდა გიორგის. ქარი გართმევდა მეწამულ კაბას შენ კი ჯიუტად კვლავ მოდიოდი.
მე შემიყვარდი და მიუძღვენი მთელი ცხოვრება მაგ ლამაზ ტუჩებს, ჩავკიდეთ ხელი და გავუყევით ერთად, გარინდულ. წვიმიან ქუჩებს. |