კარგი ცუდი, ავი გურჯი სიტყვა ძუნწი და ჯიუტი ლამაზი და მშვენიერი სიყვარული სიხარულში გადასული სინანულით მოფერება თბილი, ნაზი სწრაფი გულის ჩვილი ცემა სიყვარულში, რომ იზრდება დანთებული სანთლის ალზეც ჩვენი გული იხატება. შენი თბილი გამოხედვით ეშმაკიც კი დაბრმავდება ჩვენი სიყვარულის ძალა მსოფლიოსაც გადასწვდება სიყვარული სიცოცხლეა მალულად, რომ გვეპარება მიპარულს და ჩახუტებულს ვერ ვუშვებთ, არ გვნებდება წამიერად მისი წასვლა ჩემთვის სიკვდილს უტოლდება. მე სიკვდილს არ ვუშინდები მე ვიქნები შენთან მარად რომც გინდოდეს ვერ დამკარგავ გთხოვ მიენდო გულის კარნახს მე შენით ვარ ავადმყოფი რაც მაძლევს ფიქრის ნებას რომ სიცოცხლის დასასრულსაც შენ მოგიძღვნი ბოლო წამის სევდიან ამოსუნთქვას. |