siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-11-23 - 7:03 AM    

მთები ვარსკვლავებს ბარში მწყემსავდნენ,

ბნელში განრთხმული იდგა ზეგანი.

და თქვა იესომ: „მამლის მესამე

დაყივლებამდე ერთი თქვენგანი

მიღალატებსო"... - მიღალატებსო?

და შეკრთა მაშინ ჩვენი სერობა,

თითქოს სუფრაზე უცებ დაგვესწრო

თვით ანგარება და პირფერობა...

ქრისტე კი ჩხირით ქექავდა ნაცარს,

დასთამაშებდა პირზე ღიმილი

და მწიფდებოდა, ღალატის მსგავსად,

ფანჯრის გადაღმა მამლის ყივილი.

ვდუმდით. დუმილმა სული დაღალა.

იწურებოდა დათქმული ვადა.

და დაიყივლა ერთხელ მამალმა

და ეს ყივილი გასროლას გავდა.

მერე მოვარდა სიო ფრთამალი,

დაფლითა შავი ღრუბლების ფარჩა,

უკვე მეორედ ყივის მამალი,

მოღალატე კი არ ჩანს და არ ჩანს.

ნუთუ, მოტყუვდა, შეცდა მოძღვარი,

ბრძენი, მისანი, სულის თამადა?

გაცამტვერდება მყის სალოცავი

მისი ნათქვამი თუ არ გამართლდა.

ვეღარ უშველის დაღუპულ იმედს

ვერავითარი ლოცვა-ღაღადი,

მოკვდება ღმერთი, თუ ახლა ვინმემ

არ ჩაიდინა ჩვენში ღალატი!

უნდა ვითავო ეს უმძიმესი

საქმე - გავიღო მსხვერპლი საჩინო;

უნდა გავწირო კაცი - იესო,

ქრისტე ღმერთი რომ გადავარჩინო!

ჩქარა!.. ცის კიდეს ვარსკვლავი მოსწყდა,

ზეცა გაწითლდა, როგორც მოცხარი...

და მე ავდექი, ვაკოცე მოძღვარს

და ჯალათებმა იცნეს მოძღვარი!

 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<