siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-11-23 - 7:11 AM    

ჰა,როგოროა წუთისოფელი…

თაფლს სჩუქნი ზოგს და საწამლავს იღებ,

ქება დიდებას არ აკლებ მოყვასს

მისგან პასუხად სიბილწეს იგებ.

ვერ დავნებდები, ბედის მარწუხებს

და მზისკენ, მაღლა მივემართები,

უთანასწორო ბრძოლა მაწუხებს

და მტრის წინ მედგრად,ვერ ვიმართები.

ჩემგან სითბო და ხალისი მიაქვს

ის კი,გაცვეთილ ღიმილს მომიგდებს,

როცა მე კონკიას პერსონაც მხიბლავს,

მაშინ ის,მარკესის ნიღაბს მოირგებს.

ჰა, როგორია წუთისოფელი…

ბედის ბორბალი სად არ გიჩერებს,

გული გამწყრალა,გული ოხერი

და მასთან ყოფნას ისევ იჩემებს.

უნდობელია,წუთისოფელი…

თაფლს სჩუქნი ზოგს და საწამლავს იღებ,

ქება დიდებას არ აკლებ მოყვასს,

მისგან პასუხად სიბილწეს იღებ.
 
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<