აღარ იტირებს ჩემში...შენი მონატრების ქარი..
და აღაც ცრემლად მოვა
ფიქრად ჩამომდნარი დარდი..
აღარც ღამის შუქში მალულად
მთვარე მოიხურავს ჩადრს,
აღარც ვარსკვლავთ გუნდი რუდუნით,
აღარ მოხუჭავს თვალს...
ვეღარც მე ჩავივლი ღიმილით
ცრემლი დაამშვენებს თვალს,
შენ კი ჩემო კარგო აღარ,
ან.. ვეღარ მომხვევ მკლავს...
ასე გაივლის წლები,
წუთი წალეკავს წამს,
მე კი მონატრების წამს ჩავეკონები
აღარ გავატან ქარს...
მთვარემ რომ ჩაიცვა ძაძა
იმ ძაძით შევიმოვას თავს,
ვარსკვლავმა რუდუნი ისწავლა,
მე კი ვისწავლი რას?!...
ალბათ მეც ვისწავლი ხვალ
რაც ძველ მოგონებებს ჰკლავს,
ის რაც ჩემს პაწია გულს
დღესაც წყლულებივით აქვს...
ხვალ აღარ იტირებს ჩემში
შენი მონატრების ქარი...
და აღარც ცრემლად მოვა
ფიქრად ჩამომდნარი დარდი...