siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-12-28 - 4:27 AM    
მითხარი, რომ სულში
ყველა ჩირაღდანი
ერთად გადაიწვა,
რომ წვიამიან ღამეს
ის ლამაზი ქალი
შენს მკლავებზე იწვა...
მითხარი, რომ მოკვდა
ყველა იმედი და
ყველა დაპირება
ნუ გაწუხებს ჩემი
ნაღვლიანი სახე,
ჩუმი ატირება.
მითხარი, რომ ჩემთვის
აღარ დაჰკრეფ ბაღში
იასამნის რტოებს,
მიძნელდება თქმა და
მაგრამ მაინც მალე,
მალე მიმატოვებ.
მითხარი და წადი
დამიტოვე სულში
უსაშველო ბინდი,
სხვების დასანახად
მე ვიქნები ისევ
ამაყი და მშვიდი...
მხოლოდ ჩამოჭკნება
სულში აკაციის
თეთრი შადრევნები,
შენზე ოცნებას და
შენზე გადარევას
აღარ დავნებდები,
წავალ ისევ მარტო
და დამრჩება სულში
უსახელო დარდი...
როგორ შემეშალე!!!
ჩემს ერთადერთ იმედს
რა საოცრად ჰგავდი...
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<