ამ საღამოს ოცნებებს გავაყოლებ ქარს, მოვუსმენ და გავყვები ჩემი გულის თქმას, ფსკერი გამოუჩნდება მოლოდინის ზღვას, შენზე გაგიჟებული დავადგები გზას, უსაზღვროა ეს გრძნობა, მე ვერ ვუძლებ მას, უშენობა მაგიჟებს , სისხლს მიდუღებს, მკლავს. .… ისევ შენსკენ მოვდივარ, ბოლო არ აქვს გზას მთვარეც დადუმებულა, აცისკროვნებს ცას... შენს ალერსში მოველი იმედსა და ხსნას, ფრთხილად დაგიკაკუნებ... თქვი, გამიღებ კარს? |